ურუგვაის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი ლა ლიგის დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გასულ თვეში სუარესმა ოთხი მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა, აქედან ერთხელ მადრიდის "რეალის" კარი აღო. ლა ლიგაში ლუისის ანგარიშზე 15 გოლია და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლიონელ მესის (19) ჩამორჩება.
მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, გულშემატკივრები 16-ჯერ გაახარა, ხოლო თანაგუნდელებს თავის გამოჩენის საშუალება 6-ჯერ მისცა.