ჩოგბურთი

13:14 | 24.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კერბერის და ჰალეპის იოლი ნახევარფინალი (+VIDEO)

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა, სიმონა ჰალეპი ანგელიკა კერბერს შეხვდება. მეოთხედფინალში ორივე ჩოგბურთელმა იოლი გამარვება იზეიმა.

ანგელიკა კერბერმა მედისონ ქისი 6:1, 6:2 გაანადგურა (VIDEO). შეხვედრა სულ 52 წუთს გაგრძელდა.

ჰალეპმა კი კაროლინა პლისკოვა დაამარცხა - 6:3, 6:2 (VIDEO). პირველ სეტში პლისკოვა 3:0-ს იგებდა, თუმცა ზედიზედ 6 გეიმი დათმო. მეორე პარტიაში რუმინელმა დამაჯერებლად იმარჯვა.

კერბერი-ჰალეპის შეხვედრა 25 იანვარს თბილისის დროით 12:30 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში კერბერი 4:3-ს იგებს.

0.116385