შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ყოველწლიურ ბიზნეს შეხვედრაზე საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ დადებითად შეაფასა ვიდეოგამეორების სისტემის (VAR) ფუნქციონირება. როგორც ფიფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მიმდინარე წლის 3 მარტს ფიფამ გენერალურ სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს, საბოლოოდ დანერგავს თუ არა ვიდეოგამეორების სისტემას ფიფას ტურნირებზე.
Associated Press-თან საუბრისას კი, ფიფას კომერციულმა დირექტორმა დაადასტურა, რომ მომავალში ფიფას ტურნირებზე მსაჯებს ვიდეო ასისტენტი ეყოლებათ. შესაბამისად, მარტში ოფიციალურად დადასტურდება, რომ 2018 წლის მუნდლიაზე საეჭვო მომენტებში მთავარი მსაჯი ვიდეორეფერის მიმართავს.
საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაცია 2016 წლიდან აკვირდება ვიდეოგამეორების სისტემას. ფიფამ VAR-ი უკვე გამოიყენა 2017 წელს კონფედერაციათა თასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. აღნიშნული სისტემით სარგებლობს იტალია, გერმანია და ინგლისი. საფრანგეთში მომავალ სეზონში იქნება შესაძლებელი VAR-ის გამოყენება. სულ კი დღემდე ჯამში 800-ზე მეტ მატჩში გამოიცადა აღნიშნული სისტემა.