ფეხბურთი

18:46 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგის წილისყრის წინ

24 იანვარს, თბილისის დროით 15:00 საათზე, უეფას ახალი სანაკრებო ტურნირის ერთა ლიგის ჯგუფების წილისყრა დაიწყება. ერთა ლიგა დამატებითი შანსია სუსტი ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის.

თექვსმეტიდან ერთი შანსი

ჩვენთვის საინტერესო, ბოლო, დ ლიგაში 16 ნაკრები იქნება და აქედან მხოლოდ საუკეთესო გავა ფინალურ ეტაპზე. შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ეს შეუძლებელი სულაც არაა. საქართველოს გარდა, შანსი ექნებათ მაკედონიას, ბელარუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ლატვიას, ყაზახეთს... ბოლო დროს მოუმატა ფარერის კუნძულებმაც.

ა ლიგა

პირველი კალათა: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი

მეორე კალათა: საფრანგეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია

მესამე კალათა: პოლონეთი, ისლანდია, ხორვატია, ჰოლანდია

ბ ლიგა

პირველი კალათა: ავსტრია, უელსი, რუსეთი, სლოვაკეთი

მეორე კალათა: შვედეთი, უკრაინა, ირლანდია, ბოსნია

მესამე კალათა: ჩრდილოეთ ირლანდია, დანია, ჩეხეთი, თურქეთი

ც ლიგა

პირველი კალათა: უნგრეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია

მეორე კალათა: საბერძნეთი, სერბეთი, ალბანეთი, ნორვეგია

მესამე კალათა: მონტენეგრო, ისრაელი, ბულგარეთი, ფინეთი

მეოთხე კალათა: კვიპროსი, ესტონეთი, ლიტვა

დ ლიგა

პირველი კალათა: აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, საქართველო

მეორე კალათა: სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი

მესამე კალათა: ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, მალტა

მეოთხე კალათა: ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი

თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, როგორი იქნება ჩვენთვის იდეალური და ყველაზე უარესი ვარიანტებიც. მეორე კალათაში ყველაზე ძლიერი, ალბათ, სომხეთია, მესამეში კი – ყაზახეთი. მეოთხე კალათაში, ვფიქრობთ, კოსოვო უნდა იყოს შედარებით ძლიერი.

შენიშვნა: ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან სომხეთი და აზერბაიჯანი, ასევე, რუსეთი და უკრაინა.

ოთხივე ლიგიდან თითო-თითო გამარჯვებული გავა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ჯგუფების პირველადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან, მერე იქნება მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი.

ბ, ც და დ ლიგებში გამარჯვებულები, შესაბამისად, აიწევიან ერთი ლიგით ზემოთ. ხოლო პირიქით, ა, ბ და ც ლიგებში უარესი შედეგის მქონე ნაკრებები შესაბამისად ერთი ლიგით დაქვეითდებიან.

უეფას ერთა ლიგის კალენდარი

პირველი ტური: 2018 წლის 6-8 სექტემბერი

მეორე ტური: 2018 წლის 9-11 სექტემბერი

მესამე ტური: 2018 წლის 11-13 ოქტომბერი

მეოთხე ტური: 2018 წლის 14-16 ოქტომბერი

მეხუთე ტური: 2018 წლის 15-17 ნოემბერი

მეექვსე ტური: 2018 წლის 18-20 ნოემბერი

ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში.

ფინალური ეტაპი ჩატარდება 2019 წლის 5 ივნისიდან 9 ივნისამდე

ევრო 2020-ის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართება 2019 წლის 22 ნოემბერს

ევრო 2020-ის საპლეიოფო მატჩები გაიმართება 2020 წლის 26 მარტიდან 31 მარტამდე

როგორც დავწერეთ, 4 ნაკრები გავა თითოეული ლიგიდან და დაემატება იმ 20 გუნდს, რომლებიც ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლიდან გავლენ ფინალურ ეტაპზე. ანუ, როგორც იცით, სულ 24 ნაკრები იქნება.

ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლი 2019 წლის მარტში დაიწყება. 10-ჯგუფიანი იქნება და თითო ჯგუფიდან ორ-ორი ნაკრები გავა ფინალურ ეტაპზე. ასე რომ, შესარჩევი შესარჩევად, ერთა ლიგა კი დამატებითი შანსია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116652