ჩოგბურთი

13:24 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სიმონას იოლი გამარჯვება

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში იაპონელ ნაომი ოსაკას იოლად 6:3, 6:2 მოუგო.

ჰალეპმა მეტოქე საათსა და 20 წუთში დაამარცხა. რუმინელმა 7-დან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ოსაკამ 7-დან 1 ბრეიკი გააკეთა.

ჰალეპი 1/4-ფინალში პლისკოვა-სტიკოვას დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

0.110639