ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “ბრაიტონმა” პსვ ეინდჰოვენის შემტევი ნახევარმცველი იურგენ ლოკადია გაიფორმა. ალბიონური გუნდის ვბეგვერდის ინფორმაციით, ჰოლანდიელთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
“ბრაიტონს”, 24 წლის ფეხბურთელის შეძენა 14 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია.
რაც შეეხება ლოკადიას – პსვ-ს გარდა აქამდე სხვა გუნდში არ უთამაშია. მიმდინარე სეზონში ერედივიზიონის ეგიდით 15 შეხვედრაში 9 გოლის გატანა შეძლო.