ფეხბურთი

18:55 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ბაიერნმა” გორეცკა გაიფორმა

მიუნხენის “ბაიერნმა” მომავალ სეზონზე ფიქრი უკვე დაიწყო და პირველი ტრანსფერი განახორციელა. “შალკეს” ნახევარმცველი ლეონ გორეცკა ზაფხულიდან “ბაიერნის” ფეხბურთელი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის ფინანსური დეტალები. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ნიჭიერ ფეხბურთელს “ხუმარებთან” ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

ლეონ გორეცკამ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს – 12 მატჩი და 6 გოლი.

0.11368