ჩოგბურთი

14:52 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

დამაჯერებელი რაფაელ ნადალი

ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში რაფაელ ნადალმა ბოსნიელი დამირ ჯუმჰური დამაჯერებლად 6:1, 6:3, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 52 წუთს გაგრძელდა.

რაფას არც ერთ სეტში პრობლემა არ ჰქონია. ნადალმა ტურნირზე სამივე შეხვედრა მარტივად მოიგო, პირველი ნომერი შესაშურ ფორმაშია და ტურნირის მთავარი ფავორიტია.

1/8-ფინალში ნადალი დენის შვარცმანს შეხვდება, მატჩი 21 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი არგენტინელს 3:0-ს უგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114865