ნაციონალური საკალათბურთო ასოციცაციის “ოლ სტარის” სასტარტო 10 მოთამაშის ვინაობა ცნობილია. გულშემატკივართა მიცემული ხმების მიხედვით გამოიკვეთა ორი კაპიტანი ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი.
დასავლეთ კონფერენცია: სტეფ კარი, კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, დემარკუს კაზინსი, ენტონი დევისი.
აღმოსავლეთ კონფერენცია: კაირი ირვინგი, დემარ დეროზანი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ადეტოკუმპო, ჯოელ ემბიდი.
ლებრონ ჯეიმსი ნბა-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელიც 14 სეზონი ზედიზედ “ყველა ვარსკვლავის” მატჩში ხვდება.
წლევანდელი “ოლ სტარი” 18 თებერვალს ლოს ანჯელესში გაიმართება.