ფეხბურთი

11:29 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი თითქმის "მეთოფეა"

დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ძალიან ახლოსაა ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო კონკრეტულ ცნობებსაც აქვეყნებს.

კერძოდ, გაბონელი “მეთოფეებთან” კონტრაქტს 2021 წლამდე გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს. “დორტმუნდი” თანახმაა ფეხბურთელის გასხვისებაზე, მაგრამ იმედოვნებს, რომ ლონდონელთაგან ოლივიე ჟირუს დამატებას მოახერხებს.

საგულისხმოა, რომ ობამეიანგი დღეს, ბუნდესლიგაში “ჰერტასთან” გასამართი მატჩისთვის “ყვითლების” განაცხადში არ იმყოფება. ეს კი, უფრო რეალურს ხდის ზემოხსენებულ ტრანსფერს.

0.138119