როგორც WORLDSPORT.GE-მ შეიტყო, 27 წლის თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე თბილისის “დინამოში” გადავიდა. როგორც იცით, სიხარულიძე თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 25 გოლით.
ირაკლიმ არაერთი ქართული გუნდი გამოიცვალა, პროფესიული კარიერა სწორედ “დინამოში” დაიწყო.
გასული წელიწადი იღბლიანი იყო სიხარულიძისთვის. ის ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს, სადაც ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა ბელარუსთან.