დიდი სლემის 5-გზის ჩემპიონი მარია შარაპოვა ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში გერმანელ ანჟელიკა კერბერს შეხვდება.
1/32-ფინალში მარიამ ლატვიელი ანასტასია სევასტოვა 6:1, 7:6 დაამარცხა. მატჩი საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. მეორე სეტში შარაპოვამ ტაი ბრეიკზე 7:4 იმარჯვა.
შარაპოვა - კერბერის მატჩი 20 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში რუსი გერმანელს 4:3-ს უგებს.