ხანგრძლივი და თითქოს გაუთავებელი მოლოდინი, როგორც ჩანს, მართლაც წარსულს ჩაბარდა. ბათუმში სტადიონის მშენებლობა იწყება! “დინამოს” ვებგვერდის ინფორმაციით, 21 იანვარს, სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაა დაგეგმილი.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ბათუმში არენის მშენებელობა. აქვე გეტყვით, რომ სამშენებლო მოედნის მომზადების პროცესი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
ბათუმში სტადიონის მშენებლობას შპს “ანაგი” აწარმოებს და კომპანიამ არენა 34 თვეში უნდა დაასრულოს. სტადიონი 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.