ფეხბურთი

21:06 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლური

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

გასაკვირი არაა, რომ საუკეთესო თერთმეტეულში გათამაშების გამოკვეთილი ლიდერის “ბარსელონას” მოთამაშეები სჭარბობენ. კატალონიური გრანდიდან, სიმბოლურში ერთბაშად რვა ფეხბურთელი მოხვდა, ორი ადგილი შეხვდათ “ვალენსიას” მოთამაშეებს, ხოლო ერთი ადგილი “სოსიედადის” წარმომადგენელმა დაიკავა.

Marca-ს ვერსიით, ლა ლიგის პირველი წრის საუკეთესო გუნდი ასეთია:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”);

მცველები: ხორდი ალბა, ხერარდ პიკე, სამუელ უმტიტი (სამივე “ბარსელონა”), ალვარო ოდრიოზოლა (“სოსიედადი”);

ნახევარმცველები: დანიელ პარეხო (“ვალენსია”), სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ორივე “ბარსელონა”);

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ლუის სუარესი (ორივე “ბარსელონა”), გონსალო გუედეში (“ვალენსია”).

თეგებილა ლიგა
0.10977