ფეხბურთი

1:14 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონტე შესაძლოა იტალიის ნაკრებში დაბრუნდეს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და იტალიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.

კონტე დრო და დრო არ მალავს, რომ იტალია ენატრება, ხოლო ცოტა ხნის წინ ისიც თქვა, სამშობლოში მხოლოდ იტალიის ნაკრებში დავბრუნდებიო. კონტესა და “ჩელსის” შორის მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში იწურება.

მიუხედავად ამისა, ინგლისური მედია დარწმუნებულია, რომ აპენინელი ნისლიან ალბიონს დამდეგ ზაფხულს დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ისიც, რომ “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის საკითხი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გაირკვევა.

0.117973