ფეხბურთი

21:19 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: უოლკოტი "ევერტონის" ფეხბურთელია

ინგლისის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ლონდონის "არსენალის" შემტევი თეო უოლკოტი კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს. როგორც ლივერპულური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი ახალ გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩება.

"ევერტონში" უოლკოტი 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. Sky Sports-ის ინფორმაციით კი, "მეთოფეები" ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.

28 წლის თეომ ლონდონური გუნდის რიგებში დღემდე 396 მატჩი ჩაატარა და 108 გოლი გაიტანა. უოლკოტმა "არსენალის" მაისურით ასოციაციის თასი სამჯერ მოიგო.

0.130767