ფეხბურთი

17:47 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ თავდამსხმელების შეცვლას გეგმავს
ნეიმარი, ლევანდოვსკი და აზარი „სამეფო კლუბის“ სამიზნეში

ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდის თავდამსხმელების გარჯით უკმაყოფილოა და მათ გასხვისებას გეგმავს. საუბარია კრიშტიანუ რონალდუზე, ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილზე, რომელთა გაყიდვის შემდეგ „სამეფო კლუბი“ ახალ ფეხბურთელებს შეიძენს.

უკვე სახელდება იმ ფეხბურთელების გვარები, რომელთა შეძენასაც პერესი ეცდება: პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნიდან“ (17 მატჩი, 15 გოლი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში); ფრანგული პსჟ-ს ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი (14 მატჩი, 11 გოლი) და ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი (19 მატჩი, 6 გოლი). მთლიანობაში, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მატჩებში (ყველა ტურნირში ერთად), ზემოთჩამოთვლილი სამი ფეხბურთელის ანგარიშზე ჯამში 50 გოლი და 24 საგოლე გადაცემაა.

წყაროს ინფორმაციით, „რეალის“ უმთავრესი სამიზნე ნეიმარია და შესაძლოა, ის მადრიდში 2018 წლის ზაფხულიდან ვიხილოთ.

0.113477