„მილანმა“ გუსტავო გომესის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მოითხოვა. მცველის შეძენა „ბოკა ხუნიორსს“ სურს. იტალიური კლუბი კი ფეხბურთელის განათხოვრებაზეც თანახმაა: თუკი 500 ათას ევროს გადაუხდიან, პარაგვაელ მცველს 2019 წლის ზაფხულამდე შეელევა.
გომესს „სან სიროზე“ თავის გამოჩენის შანსი აღარ ჰქონდა, წლევანდელ სეზონში ევროპულ ტურნირებზე მხოლოდ 10 წუთი აქვს ნათამაშები.