ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, წყვილთა თანრიგში, ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც ვარვარა ლეფჩენკოსთან ერთად ასპარეზობს, ჩინური დუეტი ქიან ვანგი-იაფან ვანგი 6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.
მომდევნო ეტაპზე ქართულ-ამერიკული წყვილი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ტაივანურ-ჩეხურ წყვილს ლატიშა ჩანი-ანდრეა ჰლავაჩკოვას დაუპირისპირდება.