ჩოგბურთი

11:05 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ავსტრალიაში მეორე გამარჯვება იზეიმა

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბელგიელი რუბენ ბემელმანსი 7:5, 6:1, 6:3 დაამარცხა. ნიკას მეტოქის დასამარცხებლად საათი და 42 წუთი დასჭირდა.

ბასილაშვილმა 6-შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ბელგიელს სულ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ისიც ვერ გამოიყენა. სასიხარულოა, რომ სამსეტიან შეხვედრაში ნიკამ თავისის ჩაწოდება არ წააგო.

ნიკოლოზმა კარიერაში პირველად ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში გააღწია, სადაც შედარებით უფრო ძლიერ მეტოქეს, მსოფლიო რეიტინგის 49-ე ნომერს, ბრიტანელ კაილ ედმუნდს შეხვდება. მატჩი 19 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 90 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

0.109006