ფეხბურთი

21:38 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა. აღნიშნულ ინფორმაციას “კრასნოდარის” ვებგვერდი ავრცელებს. რუსული გუნდი ამჟამად შეკრებას აბუ-დაბიში გადის და პირველ წვრთნაში მონაწილეობა ოქრიაშვილმაც მიიღო.

გარდა ამისა, ქართველი კლუბის პრესსამსახურსაც გაესაუბრა:

- რა საჩუქარი მიიღეთ ახალ წელს?

- სამაჯური.

- ძვირადღირებული?

- არა, ძვირი არ ღირს (იღიმის).

- რუსეთში ახალ წელს ტრადციული საჭმელები აქვთ – ქაშაყი, ოლივიე... საქართველოზე რას მეტყვით?

- ოლივიე საქართველოს მაგიდებზეც არის. ქაბაბი და მწვადი კი, ახალ წელს აუცილებელი არაა.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა ტრავმა სექტემბერში მიიღო და მას შემდგომ არ უთამაშია. იქამდეც ქართველ ფეხბურთელს მძიმე ტრავმა ჰქონდა და მოედანზე ახალი დაბრუნებული იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112085