საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი მერებაშვილი პლოცკის “ვისლას” საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 2017 წლის შემოდგომაზე. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.
გამოკითხვა “ვისლას” საიტზე მიმდინარეობდა და საუკეთესოს არჩევა ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლო. საბოლოოდ, ყველას მერებაშვილმა აჯობა, თანაც დიდი უპირტესობით. ჩვენებურმა ხმების 65% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ნიკო ვარელა და დამიან შიმანსკი 11%-ით გავიდნენ.
გიორგი მერებაშვილი – 65%
ნიკო ვარელა, დამიან შიმანსკი – 11%
ხოსე კანტე – 5%
სევერინ კელპინი, ცეზარ სტეფანშიკი, დომინიკ ფურმანი, კამილ ბილინსკი, სემირ შტილიჩი, პრემისლავ შიმინსკი – 1.5%.
“მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა და მხარი დამიჭირა. დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს”, - განაცხადა ქართველმა შემტევმა.
გიორგი მერებაშვილი “ვისლას” რიგებში 2016 წლიდან თამაშობს. გასული წლის ნოემბერში ქართველმა პოლონელებთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, გიორგის ანგარიშზე 20 მატჩი, 3 გოლი და 4 საგოლე პასია.