ფეხბურთი

19:47 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” ქომაგები მონტელას დაუპირისპირდნენ

ვინჩენცო მონტელამ “სევილია” ახლახან ჩაიბარა, მაგრამ გულშემატკივრებთან უკვე ცუდი ურთიერთობა აქვს. იტალიური Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ანდალუზიური გუნდის ბოლო ვარჯიშზე ბაზასთან ქომაგები მივიდნენ და მონტელას მუშაობა გააპროტესტეს.

საქმეში დაცვა ჩაერთო და სიტუაცია მალევე განიმუხტა, თუმცა, ეს იტალიელისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს.

“აეროპლანინომ” “სევილია” ცოტა ხნის ჩაიბარა, მაგრამ გუნდის მოფერიანებას ვერ ახერხებს. “დალაქებმა” მონტელას თავკაცობით ლა ლიგაში საწყისი ორი მატჩი წაგეს. 21-ე საუკუნეში კი “სევილიას” მთავარ მწვრთნელებს შორის ვინჩენცო პირველი გამოდგა, რომელმაც სადებიუტო ორი შეხვედრა დათმო.

ახლა მონტელა და მისი გუნდი ესპანეთის თასის 1/4 ფინალში “ატლეტიკოსთან” მატჩისთვის ემზადება, ხოლო შემდეგ ლა ლიგის ეგიდით საგარეო თამაში ელოდებათ “ესპანიოლთან”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111199