ფეხბურთი

16:28 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხელები შორს მარკიზიოსგან!

ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოდიან. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში იტალიური მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას კლაუდიო მარკიზიოს გუნდიდან შესაძლო წასვლაზე (ზაფხულში).

“ბებერი ქალბატონის” ქომაგებისთვის კი “პრინცი” ხელშეუხებელი ფიგურაა და დიდი სიყვარულით სარგებლობს. დღეს, ტურინელთა საწვრთნელ ბაზაზე (ვინოვო) ბანერი გამოჩნდა, შემდეგ წარწერით:

“ხელები შორს მარკიზიოსგან. ის ჩვენთან რჩება”, - ასეთია იტალიური გრანდის ტიფოზების პოზიცია.

31 წლის მარკიზიომ 2016 წლის აპრილში მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ კარგა ხანი უფეხბურთოდ გაატარა. დაბრუნებულმა კი ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვეღარ მოიპოვა და რაც დრო გადის, უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება სასტარტო თერთმეტეულში. გარდა ამისა, კლაუდიო მცირე ტრავმებსაც ხშირად ებრძვის.

კლაუდიო მარკიზიო ტურინელია და “იუვენტუსის” აკადემიაში 1993 წელს მოხვდა. იქედან მოყოლებული იგი შავ-თეთრთა ერთგულია. ძირითად გუნდში დებიუტი 2006 წელს ჰქონდა, ხოლო 2008-2016 წლებში “იუვესთვის” შეუცვლელი ფიგურაც გახლდათ. მარკიზიოს სხვა გუნდში ერთადერთი სეზონი და ისიც იჯარით აქვს გატარებული – 2007/2008 წლებში “ემპოლიში” იყო განათხოვრებული.

0.11938