“მანჩესტერ იუნაიტედი” დავიდ დე ხეას გაყიდვას არ აპირებს. მეტიც, ჟოზე მოურინიოს განცხადებით, ესპანელ კიპერთან კონტრაქტი გახანგრძლივდება.
“ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი ფეხბურთელის გასხვისებას. ამავდროულად, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობას ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი იწყებს. დე ხეა “მანჩესტერში” დიდი ხნით დარჩება”, - აღნიშნა მოურინიომ.
27 წლის მეკარეს “წითელ ეშმაკებთან” ხელშეკრულება 2019 წელს ეწურება. სავარაუდოდ, დე ხეა კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ დასახელებულა.
მიმდინარე სეზონში დე ხეამ პრემიერლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან 12-ჯერ კარი მშრალად შეინახა.