ჩოგბურთი

13:28 | 15.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ჩოგბურთში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო.

პირველივე წრეში ტურნირს ვინუს უილიამსი გამოეთიშა, რომელიც შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან 3:6, 5:7 დამარცხდა. ბელინდამ ამერიკელი კარიერაში პირველად დაამარცხა, დღემდე ჩატარებული ოთხივე შეხვედრა უფროს უილიამმს ჰქონდა მოგებული.

ესტონელმა კაია კანეპიმ მოულოდნელად ძალიან მარტივად აჯობა სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას 6:2, 6:2.

კაც ჩოგბურთელთა შორის გრიგორ დიმიტროვმა თავის პირველი შეხვედრა იოლად მოიგო. ბულგარელმა დენის ნოვაკი 6:3, 6:2, 6:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114224