“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი რაიან გიგზი უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება, აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რაიანი და უელსის ფეხბურთის ფედერაცია 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.
გიგზი უელსის ნაკრებში 1991-2007 წლებში თამაშობდა, სადაც 64 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.