თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, “ზამთრის თასის” 14-წლამდელთა ფინალში “საბურთალომ” 4:2 მოუგო “დინამოს” და ჩემპიონი გახდა.
ფინალის გმირი გახდა ლუკა მამულაშვილი, რომელმაც ჰეთ-თრიქი მიითვალა, განსაკუთრებით ლამაზი კი ბოლო გოლი გამოდგა: გარძელი პასის შემდეგ, ერთ შეხებაში ნახევარმაკრატელა.
ლუკა ჩვენი კოლეგის, მერაბ მამულაშვილის ვაჟი გახლავთ და მერაბსაც ვულოცავთ!
ტურნირზე 16 გუნდი მონაწილეობდა. აქვე ვთქვათ, რომ ჩემპიონ “საბურთალოს” ბახვა ამბიძე წვრთნიდა.