ხორვატიაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში, რომელსაც, პირველად ჩვენი ტელესივრცის ისტორიაში, აჩვენებს ქართული ტელევიზია. კომპანია სილკ-სპორტი რამდენიმე არხით გადმოსცემს ჩემპიონატის ყველა მატჩს, აბსოლუტურ უმრავლესობას - ცოცხლად და მხოლოდ ერთი-ორს რე-ლაივ რეჟიმში.
შაბათ-კვირას თექვსმეტივე გუნდმა უკვე გამართა პირველი მატჩი. პირველი ჯგუფური ეტაპის ფორმატი ძალიან მკაცრია: 4 ჯგუფიდან მთავარ რაუნდში გადის 3-3 გუნდი, თანაც მეორე ეტაპზე წაიყოლებს ერთმანეთში დაგროვილ ქულებს. პირველ ტურში მოიგეს ევროპის ჩემპიონმა გერმანიამ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა დანიამ და მსოფლიოს წინა ჩემპიონატის გამარჯვებულმა საფრანგეთმა.
ყველა მატჩის ჰაილაითი: https://www.youtube.com/watch?v=dWqqNk_H-ks&list=PLLatB4ZOw08j-i2WwK6LgfBt1_bS2cbzb
საფრანგეთი ხვდებოდა წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს, ნორვეგიას და მხოლოდ ბოლო შეტევაში, მიქაელ გიგუს გატანილი გოლით მოიგო - 32-31. ფრანგებს აღარ ჰყავთ ვეტერანები, ომაიერი და ნარსისი და აკლიათ ორი ტრავმირებული პივოტი, ფაბრეგასი და ლუკა კარაბატიჩი. ნორვეგია მე-40 წუთზე 24-21 იგებდა, მაგრამ ზედიზედ ორი გოლი გაიტანა ლუკ აბალომ, ხოლო მეორე ცაციამ, პორტმა გაათანაბრა 27-27. დარჩენილ 10 წუთში მსოფლიო ჩემპიონს კიდევ სამჯერ მოუხდა მეტოქის დაწევა, წინ კი ისევ აბალოს გოლის შემდეგ გავიდა, ბიორნსენმა ანგარიში 31-31 გახადა და ბოლო წუთზე კარაბატიჩმა, სორენდომ და გიგუმ სუფთად გაათამაშეს დაგეგმილი კომბინაცია. ამავე ჯგუფში ბელარუსი მთელი თამაში უგებდა ავსტრიას და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა - 27-26.
ევროპის ჩემპიონ გერმანიას ახალი მწვრთნელი ჰყავს - ისლანდიელი დაგურ სიგურდსონი შეცვალა 39 წლის გერმანელმა ქრისტიან პროკოპმა, რომელსაც ხორვატიაში თითქმის უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და პირველ ტურში 32-19 მოუგო მონტენეგროს. 2017 წლის მუნდიალის მესამე პრიზიორი სლოვენია 24-25 დამარცხდა მაკედონიასთან, სადაც ორმა ლიდერმა, ლაზაროვმა და მანასკოვმა ჯამში 15 გოლი გაიტანა. მაკედონიამ ტაიმების მიჯნაზე შემოაბრუნა თამაში, როცა 8-11 15-11 აქცია, თუმცა, 55-ე წუთზე იანცმა ისევ დააწინაურა სლოვენია (24-23) და ბოლოს ლაზაროვმა გაიტანა ორჯერ.
ახალი მწვრთნელი ჰყავს ოლიმპიურ ჩემპიონ დანიასაც: ისლანდიელი გუდმუნდურ გუდმუნდსონი შეცვალა ნიკოლაი იაკობსენმა. დანიას პირველ ტურში მეტოქეედ ჰყავდა უნგრეთი, ვისთანაც წინა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში დამარცხდა. უნგრელებს აღარ ჰყავთ ლიდერი, ლასლო ნადი, თუმცა, როცა 41-ე წუთზე მეტოქის მთავარმა ბომბარდირმა მიქელ ჰანსენმა მესამე ორწუთიანის გამო წითელი ბარათი მიიღო, უნგრეთი 3 ბურთით ჩამორჩებოდა (17-20) და თითქოს შანსი გაუჩნდა, მაგრამ ლაუგემ და დამგორმა იქვე გადაუწურეს მეტოქეს იმედი, სხვაობა მალე ავიდა ათამდე, საბოლოოდ კი დანიამ 32-25 მოიგო. ამავე ჯგუფში ესპანეთმა 32-15 გაანადგურა ჩეხეთი.
A ჯგუფში მასპინძელს, ხორვატიას საგანგებო მობილიზაცია აქვს. ლინო ჩერვარმა შეკრიბა ყველა უძლიერესი, მათ შორის ვეტერანები - ალილოვიჩი, ვორი, ჰორვატი და პირველ დღეს 32-22 მოუგო მეზობელ სერბეთს. შვედეთი მე-42 წუთზე საზარლად, 12-22 აგებდა ისლანდიასთან, მაგრამ გაიტანა ზედიზედ ექვსი, 56-ე წუთზე კი ლაგერგრენმა სხვაობა სამამდე დაიყვანა 21-24. შვედები საბოლოოდ გატეხეს გუნარსონმა და პალმარსონმა (26-21), რის შემდეგაც ისლანდიამ 26-24 მოიგო.
დღეს და ხვალ ხორვატიაში მეორე ტურია, პირველი ეტაპი კი 17 იანვარს დასრულდება,
ხელბურთი. ევრო 2018, კაცები. ხორვატია, 12-28 იანვარი
პირველი ჯგუფური ეტაპი (მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით)
A ჯგუფი, სპლიტი: ხორვატია 2, ისლანდია 2, შვედეთი 0, სერბეთი 0
12 იანვარი. შვედეთი-ისლანდია 24-26
გოტფრიდსონი 6, იეპსონი 4 - გუდმუნდსონი 7, გუნარსონი, სიგურდსონი, კარასონი 5
https://www.youtube.com/watch?v=LHNR1xJuZn8&t=
ხორვატია-სერბეთი 32-22
შტრლეკი, სტეპანჩიჩი 6, ცინდრიჩი, ხორვატი 4 - ნენადიჩი 6, ზელენოვიჩი 5
https://www.youtube.com/watch?v=bWX4912wLMA&t=
14 იანვარი. 21:15 სერბეთი-შვედეთი, 23:30 ისლანდია-ხორვატია
16 იანვარი. 21:15 სერბეთი-ისლანდია, 23:30 ხორვატია-შვედეთი
B ჯგუფი, პორეჩი: საფრანგეთი 2, ბელარუსი 2, ნორვეგია 0, ავსტრია 0
12 იანვარი. ბელარუსი-ავსტრია 27-26
კულეში 7, პუხოუსკი 5, ძ. რუტენკა, იურინოკი 4 - ბილიკი 8, ბოზოვიჩი 5, ვებერი 4
https://www.youtube.com/watch?v=aj6T0Q5laG4
საფრანგეთი-ნორვეგია 32-31
მაე 8, გიგუ 5, ნ. კარაბატიჩი, აბალო 4 - ტონესენი 7, ბიორნსენი 6, მირჰოლი 5, იონდალი 4
https://www.youtube.com/watch?v=heX8GzUpcl8
14 იანვარი. 21:15 ავსტრია-საფრანგეთი, 23:30 ნორვეგია-ბელარუსი
16 იანვარი. 21:15 საფრანგეთი-ბელარუსი, 23:30 ნორვეგია-ავსტრია
C ჯგუფი, ზაგრები: გერმანია 2, მაკედონია 2, სლოვენია 0, მონტენეგრო 0
13 იანვარი. გერმანია-მონტენეგრო 32-19
გენსჰაიმერი 9, დრუქსი 5 - ლიპოვინა 9, ბოზოვიჩი 4
https://www.youtube.com/watch?v=8avUz7dxbr8
მაკედონია-სლოვენია 25-24
მანასკოვი 8, ლაზაროვი 7 - მლაკარი 4
https://www.youtube.com/watch?v=dMTLgIyZyoo
15 იანვარი. 21:10 სლოვენია-გერმანია, 23:30 მონტენეგრო-მაკედონია
17 იანვარი. 21:10 გერმანია-მაკედონია, 23:30 მონტენეგრო-სლოვენია
D ჯგუფი, ვარაჟდინი: ესპანეთი 2, დანია 2, უნგრეთი 0, ჩეხეთი 0
13 იანვარი. ესპანეთი-ჩეხეთი 32-15
ენტრერიოსი, რივერა, სოლე 5 - კასპარეკი 5
https://www.youtube.com/watch?v=Y-zuzQxPEdU
დანია-უნგრეთი 32-25
ლაუგე 7, ჰანსენი 6, დამგორი 5 - ლეკაი 5, ბარტოკი 4
https://www.youtube.com/watch?v=dWqqNk_H-ks
15 იანვარი. 21:15 უნგრეთი-ესპანეთი, 23:30 ჩეხეთი-დანია
17 იანვარი. 21:15 ჩეხეთი-უნგრეთი, 23:30 ესპანეთი-დანია
მეორე ჯგუფური ეტაპი (ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი)
1 ჯგუფი, ზაგრები: (A1, A2, A3, B1, B2, B3) – 18, 20, 22, 24 იანვარს
2 ჯგუფი, ვარაჟდინი: (C1, C2, C3, D1, D2, D3) – 19, 21, 23, 24 იანვარს
ნახევარფინალები და ფინალი ზაგრებში, 26 და 28 იანვარს