მოსკოვის “სპარტაკის” ტვიტერის გვერდზე ვიდეო განთავსდა, რომელშიც ბრაზილიელი ლეგიონერები ლუის ადრიანო, პედრო როშა და ფერნანდო არიან. თუმცა, აქ მთავარი გიორგი ჯიქიას სიტყვები იყო და ის ამბობდა:
“შეხედეთ, როგორ დნებიან შოკოლადები მზეზე”, - თქვა ჯიქიამ.
ამან კი ევროპულ მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბრიტანულმა პრესამ “სპარტაკი” რასიზმში დაადანაშაულა. ბოლოს, “სახალხო გუნდი” იძულებული გახდა რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული პოსტი გვერდიდან წაეშალა.