გიორგი მაკარიძე ამ თვეში კლუბს შეიცვლის. “მორეირენსეს” ქართველ მეკარეს ვარიანტები პორტუგალიის კლუბებიდანაც აქვს.
ამ სეზონში გიორგის არ უთამაშია, რადგან კლუბის პრეზიდენტთან აქვს უთანხმოება. ზაფხულში მაკარიძეს “ბრაგადან” ჰქონდა შემოთავაზება და ”მორეირენსესაც” სურდა გაყიდვა, მაგრამ ქართველმა მეკარემ ბრაგაში გადასვლა არ ისურვა და ამან გამოიწვია უთანხმოება.