25 წლის მეკარე გიორგი ნადირაძე “გაგრადან” თბილისის “შევარდენში” გადავიდა, ანუ ეროვნული ლიგა2-ის ერთი გუნდიდან მეორეში.
ნადირაძე “ზამთრის თასზე” თამაშობს “შევარდენის” სახელით, გუნდი კი ნახევარფინალშია გასული. გიორგი, როგორც იცით, თბილისის “დინამოსა” და “ცხინვალშიც” გამოდიოდა, ხოლო საკმაო ხანს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მეკარე იყო.