ფეხბურთი

1:00 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ბაკა: "სხვები იზრდებიან, "მილანში" კი მხოლოდ წარსულით ცხოვრობენ"

ესპანური “ვილიარეალის” თავდამსხმელი კარლოს ბაკა ყოფილი გუნდის, “მილანის” შესახებ საუბრობს. კოლუმბიელი ფეხბურთელის განცხადებით, “როსონერის” პრობლემა იმაშია, რომ მხოლოდ წარსულით ცხოვრობს.

“მილანში” ეძებდნენ გამოსავალს, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის 2 წელიწადში, ვერ იპოვეს. ამბოდნენ, რომ პრობლემა მწვრთნელი იყო, შეცვლიდნენ, მაგრამ მერე პრობლემა უკვე ფეხბურთელებში მდგომარეობდა. ბოლოს ხელმძღვანელობაც შეიცვალა...

“იუვენტუსი” და “ნაპოლი” ბოლო წლებში ძალიან გაიზარდნენ, “მილანი” კი მხოლოდ წარსულის მოგონებებით ცხოვრობს და თანაც, მეტისმეტად”, - განუცხადა ბაკამ Marca-ს.

კარლოს ბაკა “მილანის” რიგებში 2015-2017 წლებში თამაშობდა და გასულ ზაფხულს იჯარით “ვილიარეალში” გადავიდა. შესაბამისად, 31 წლის კოლუმბიელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იტალიაში დაბრუნდება.

0.114696