თურქეთის ჩემპიონი “ბეშითქაში” ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავისთან იწვევს. Calciomercato-ს ცნობით, “არწივები” “ევერტონში” გასხვისებული ჯენკ თოსუნის შემცვლელს აქტიურად ეძებენ და ამჯერად მათ სათვალავში შვედი შემტევი მოხვდა.
მეტიც, თურქული კლუბი ზლატანის აგენტ მინო რაიოლას უკვე პირადი კონტრაქტის დეტალებზე ესაუბრება.
იბრაჰიმოვიჩს “მანჩესტერთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელდა ცნობა, რომ იგი ნისლიან ალბიონს ვადაზე ადრე დატოვებს.
მიმდინარე სეზონში იბრამ პრემიერლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.