ფეხბურთი

15:47 | 12.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ნეიმარში 400 მილიონს ჩამოდის

მადრიდის “რეალი” ნეიმარის გადაბირების იმედს არ კარგავს და უკვე პსჟ-სთვის ოფიციალურ წინადადებასაც ამზადებს. Marca-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” მზადაა ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ ზაფხულში სარეკორდო თანხა, 400 მილიონი ევრო გაიღოს.

გარდა ამისა, “რეალი” ინტერესს ედენ აზარის, ჰარი კეინისა და ტიმო ვერნერის მიმართ იჩენს, მაგრამ ნეიმარი მათ სიაში მაინც პირველია.

აღსანიშნავია, რომ პარიზელებს ფეხბურთელის გასხვისება არ სურთ, მაგრამ მადრიდულ გრანდში ფრანგთათვის საინტერესო ფეხბურთელები არიან და შესაძლოა, მოლაპარაკეკებში ესპანელებმა ისინიც ჩართონ. მეტიც, არაა გამორიცხული საქმეში კრიშტიანუ რონალდუც გაერიოს, რომლის შეძენა თავის მხრივ “პარი სენ ჟერმენს” უნდა.

ნეიმარი პსჟ-ში გასულ ზაფხულს 222 მილიონ ევროდ გადავიდა, დღემდე 22 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112311