შესაძლოა, "იუვენტუსმა" დასახელებულზე მეტი თანხა მოითხოვოს პაულო დიბალაში.
"ტუტოსპორტი" იუწყება, რომ "შავთეთრებზე" დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კოუტინიოს ძვირიანმა ტრანსფერმა და ახლა ისინი დიბალაში 150 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვენ.
დიბალას შეძენას "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობს, თუმცა იტალიელები ირწმუნებიან, მისი გაყიდვა სულაც არ გვსურსო. გავრცელებულ ხმებს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მიროტა გადაჭრით პასუხობს: არგენტინელი ძალიან გვჭირდება და არაფრის ფასად შეველევითო.