ფეხბურთი

23:43 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულში" სუსო გაახსენდათ

ინგლისურ “ლივერპულს” “მილანის” ნახევარმცველ სუსოს გადაბირება სურს. ესპანური As-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი 24 წლის შემტევს “ბარსელონაში” გადაბარგებული ფილიპე კოუტინიოს ერთ-ერთ შემცვლელად განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ სუსო “ლივერპულში” უკვე თამაშობდა, 2012-2013 წლების სეზონში ბრენდან როჯერსის ხელმძღვანელობით და 14 მატჩიც ჩაატარა.

სუსოს “მილანთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ესპანელმა მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა.

0.116211