ფეხბურთი

13:21 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერი, შესაძლოა, ვადაზე ადრე დატოვოს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, ინგლისური კლუბი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დატოვოს.

36 წლის ფეხბურთელს მანჩესტერელებთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა როგორც Yahoo Sports-ი იტყობინება, შვედმა თავდამსხმელმა სარფიანი წინადადებები მიიღო ამერიკიდან და ჩინეთიდან, სადაც სეზონი მარტში იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” იბრაჰიმოვიჩთან განშორება არ სურს, წყაროს ინფორმაციით, დიდია ალბათობა, ის გაზაფხულზე სხვა კლუბში ვიხილოთ.

0.125353