ფეხბურთი

17:56 | 9.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედებს „ფარულ რასიზმში“ ადანაშაულებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთში თავს რასიზმის მსხვერპლად თვლის. იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია, რომელმაც კარიერაში 30 ტიტული მოიგო. ასევე, ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე გახლავთ.

თუმცა ზლატანი ეროვნებით შვედი არ არის, ის ბოსნიელი მუსლიმი მამისა და ხორვატი კათოლიკე დედის ვაჟია. 36 წლის ფეხბურთელი მისადმი რასისტულ დამოკიდებულებას, სწორედ თავის წარმომავლობას უკავშირებს.

„თავს მესხმიან, რადგან მე - „იბრაჰიმოვიჩს“ - არ მაღიარებენ. სხვა ფეხბურთელს რომ დაეშვა მსგავსი შეცდომები, მას დაიცავდნენ; მე კი ასე არ დამეხმარებიან. თუმცა, არა უშავს. ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო მაძლიერებს.

მე არ ვსაუბრობ აშკარა რასიზმზე, თუმცა ფარულად ასეთ დამოკიდებულებას ნამდვილად ვგრძნობ. ქერა რომ ვიყო, გვარად სვენსონი ან ანდერსონი, ბანკები რომ მეძარცვა, მაშინაც კი დამიცავდნენ. ახლა კი არ მაფასებენ ისე, როგორც შემეფერება. მე ხომ საუკეთესო ფეხბურთელი ვარ შვედეთს ისტორიაში. არავის გაუკეთებია ის, რაც მე შევძელი. რამდენჯერ დასახელებულა ერთი და იგივე პიროვნება წლის ფეხბურთელად? მხოლოდ ორჯერ. მე კი თერთმეტჯერ დამასახელეს! ყველაზე მეტი მე გავაკეთე შვედური ფეხბურთისთვის. მე საუკეთესო ვარ!“- ამბობს ზლატანი.

0.113074