ჩილეს ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდი 2022 წლამდე კოლუმბიელ სპეციალისტს, რეინალდო რუედას ჩააბარეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მხარეებს შორის შეთანხმება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე გაფორმდა და რუედას ვალდებულება მუნდიალის საგზურის მოპოვებაა.
ჩილეს ნაკრებს ესპანელი ხუან ანტონიო პიცი წვრთნიდა, რომელმაც სამხრეთ ამერიკული გუნდი 2016 წელს ჩაიბარა, თუმცა მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ვერ შესძლო და დათხოვნის მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ.
რაც შეეხება 60 წლის კოლუმბიელ რეინალდო რუდას, მან 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰონდურასის გაყვანა მოახერხა.