ბუბა დაუშვილი ყაზახეთის “ირტიშში” გააგრძელებს კარიერას. პავლოდარის “ირტიშმა” ყაზახეთის ჩემპიონატის გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა.
28 წლის ქართველი ნახევარმცველი ბოლოს უნგრულ “დიოშდიორში” თამაშობდა: იქ გაატარა 2016/2017 წლების სეზონი. მანამდე, დაუშვილი გამოდიოდა “ზესტაფონსა” და უკრაინულ “კარპატიში”.