ფეხბურთი

15:00 | 7.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგში ჩინელები 72 მილიონ ევროს იხდიან

გაბონის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი შესაძლოა ჩინეთში აღმოჩნდეს. როგორც Bild-ი იუწყება, "გუანჯოუ ევერგრანდი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 72 მილიონ ევროს იხდის. იმ შემთხვევაში თუ ზამთარში აზიელებს ტრანსფერი არ გამოუვათ, ზაფხულში შეეცდებიან მოთამაშის დამატებას.

"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ განაცხადა, ზამთარში კლუბის გეგმებში ობამეიანგის გაყიდვა არ შედის.

გაბონელმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონი ევროა.

0.111804