ფეხბურთი

17:00 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" დე ბრუინსა და ჟესუსს ახალ კონტრაქტებს გაუფორმებს

“მანჩესტერ სიტი” კევინ დე ბრუინთან და გაბრიელ ჟესუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა.

ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, საქმის კურსში თავად ბელგიელი და ბრაზილიელი ფეხბურთელებიც არიან.

“ახლოს ვართ ფერნანდინიოსთან კონტრაქტის განახლებასთან. ამის შესახებ მოლაპარაკებები კარგა ხანია მიმდინარეობს და ბოლო სტადიაში ვართ. რაც შეეხებათ გაბრიელ ჟესუსსა და დე ბრუინს, ნამდვილად არ ვიცი...

ჩვენთვის ორივე ფეხბურთელია და გვსურს შევინარჩუნოთ. შესაბამისად, დაინტერესებულნი ვართ გრძელვადიანი თანამშრომლობით. ფეხბურთელებმაც იციან, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურს. ზუსტად იგივეს ვფიქრობთ მათზე, როგორც 18 თვის წინ, როდესაც გუნდის შენება დავიწყეთ”, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal-ი.

გაბრიელ ჟესუსი “მანჩესტერ სიტიში” 2017 წლის იანვარში ჩაირიცხა და კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, ხოლო კევინ დე ბრუინი “ქალაქელების” ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავს, ხელშეკრულება კი მასაც 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.114725