ფეხბურთი

1:00 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსი” გარსიამ ჩაიბარა

“ოლიმპიაკოსს” ესპანელი სპეციალისტი ოსკარ გარსია გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ბერძნული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

პირეოსული გრანდის ხელმძღვანელობამ, მიუხედავად იმისა, რომ “ოლიმპიაკოსი” სუპერ ლიგას ერთქულიანი უპირატესობით ლიდერობს, 4 იანვარს დაკავებული თანამდებობიდან ტაკის ლემონისი მოხსნა და მის ნაცვლად კლუბი 44 წლის ესპანელს ჩააბარა.

ოსკარ გარსიამ სამწვრთნელო კარიერა 2009 წელს დაიწყო. ის 2009-2010 წლებში კატალონიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი იყო, 2010-2012 წლებში “ბარსელონას” ახალგაზრდულ კლუბში მუშაობდა, 2012-2013 წლებში თელ ავივის “მაკაბს” წვრთნიდა, 2013-2014 წლებში “ბრაიტონს” ედგა სათავეში, საიდანაც ორიოდე თვით კვლავ “მაკაბიში” დაბრუნდა, შემდეგ კი ისევ ინგლისს მიაშურა და “უოტფორდი” ჩაიბარა, სადაც ერთი თვეც კი არ უმუშავია.

ყველაზე წარმატებული პერიოდი “ზალცბურგში” გამოუვიდა, რომელსაც 2015-2017 წლებში ავსტრიის ჩემპიონატი და თასი ორ-ორჯერ მოაგებინა. უკანასკნელად გარსია “სენტ-ეტიენის” მწვრთნელი იყო, საიდანაც გასული წლის ნოემბერს “ლიონთან” გამანადგურებელი საშინაო მარცხის (0:5) შემდეგ დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112705