ფეხბურთი

21:12 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონტესა და მოურინიოს დაპირისპირება გრძელდება - ვინაა მასხარა?

ალბათ დუნიაზე არ არსებობს მწვრთნელი, რომლის შესახებაც ჟოზე მოურინიოს ერთხელ მაინც ირონიულად არ ესაუბრა. “განსაკუთრებული” ამ საქმეში მართლაც განსაკუთრებულია.

პორტუგალიელმა ბოლო პრესკონფერენციაზე ასეთი განცხადება გააკეთა:

“აუცილებელია არაა, რომ სათადარიგო სკამთან მწვრთნელი მასხარასავით იქცეოდეს”, - ახსენა ჟოზემ. ინგლისელ ჟურნალისტებს მეტი რა უნდოდათ და მაშინვე ეს განცხადება შემდეგნაირად გაშიფრეს: მოურინიომ კბილი იურგენ კლოპსა და განსაკუთრებით, ანტონიო კონტეს გაჰკრა, რომლებიც თამაშის დროს ემოციებს მართლაც არ მალავენ.

ჰოდა, “მანჩესტერის” თავკაცს ანტონიო კონტე ვალში არ დარჩენია და ასე გამოეხმაურა:

“უმჯობესია, ჟურნალისტებმა თქვენი საქმე აკეთოთ. ისე კი, ვფიქრობ, მოურინიო საკუთარ თავზე საუბრობდა. ზოგჯერ ადამიანებს წარსული ავიწყდებათ და შესაბამისად, ისიც, თუ როგორ იქცეოდნენ წარსულში”, - აღნიშნა იტალიელმა.

არახალია, რომ კონტესა და მოურინიოს შორის არც ისე თბილი ურთიერთობა სუფევს. ყველაფერი კი, 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც კონტეს “ჩელსიმ” მოურინიოს “მანჩესტერი” 4:0 გაანადგურა. მაშინ, “განსაკუთრებულმა” ანტონიოს განსაკუთრებული ემოციების გამოხატვა დაუწუნა...

0.114184