ფეხბურთი

23:35 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეშაურმე პოდოლსკი

ცნობილ გერმანელ ფეხბურთელს, ლუკას პოდოლსკის საფეხბურთო კარიერა ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა მომავალზე უკვე ფიქრობს და ქმედითი ნაბიჯებიც გადადგა. 32 წლის შემტევმა, რომელიც ამჟამად იაპონიაში, კერძოდ, “ვისელ კობეს” ღირსებას იცავს, მშობლიურ კიოლნში საშაურმე გახსნა.

როგორც ცნობილი ხდება, ეს იდეა პოდოლსკის ჯერ კიდევ თურქულ “გალათასარაიში” თამაშის დროს ჰქონდა. მოგეხსენებათ, თურქეთში შაურმა დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ “პოლდიმ” გასული წლის ივნისში სანაყინეც გახსნა და როგორც ჩანს, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ბიზნესში საქმეები კარგად მისდის.

0.119216