გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის “ბაიერნი” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იუპ ჰაინკესის შენარჩუნებას აპირებს. Kicker-ის ინფორმაციით, “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელობა 72 წლის სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია და სურს კონტრაქტი ერთი წლის ვადით გაუხანგრძლივოს.
თუმცა, ბავარიელებს სათადარიგო გეგმაც შემუშავებული აქვთ და თუ ჰაინკესთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ნიკო კოვაჩის, რალფ ჰასენჰუტლისა და იულიან ნაგელსმანის კანდიდატურებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ იუპ ჰაინკესი “ბაიერნში” 2017 წლის ოქტომბერში დაბრუნდა და გუნდი სეზონის ბოლომდე ჩაიბარა. “რეკორდმაისტერმა” ჰაინკესის თავკაცობით ძველებური ფორმა დაიბრუნა და ბუნდესლიგას დიდი უპირატესობით ლიდერობს.