სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას თავად ჩოგბურთელი ავრცელებს.
“შემიძლია კორტზე გამოვიდე და ვითამაშო, მაგრამ ეს უბრალოდ მონაწილეობა იქნება, მე უფრო მეტი მინდა. კიდევ ცოტა დრო მჭირდება, რომ კარგად მოვემზადო”- განაცხადა სერენამ.
სერენას რამდენიმე თვის წინ გოგო ეყოლა და როგორც ჩანს უმცროსი უილიამსი კორტზე გასასვლელად ჯერ მზად არ არის.