ფეხბურთი

18:50 | 3.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ სილვას შვილი სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძვის

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, დავიდ სილვას შვილი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ამის შესახებ საზოგადეობას თავად ესპანელმა ფეხბურთელმა ამცნო ტვიტერის გვერდიდან:

“დიდი მადლობა სიყვარულისა და კეთილი სურვილებისთვის ბოლო კვირების განმავლობაში. მადლობა ვუხდი თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ყველას, ვინც ჩემი მდგომარეობა გაიგო. მინდა გითხრათ, რომ ჩემი შვილი მატეო დაიბადა. ძალიან ნაადრევად დაიბადა. ის ყოველდღიურად იბრძვის ექიმების დახმარებით”, - დაწერა სილვამ.

ამით საბოლოოდ გაქარწყლდა ის ჭორები, რომლის მიხედვითაც თითქოს სილვას კიბო ჰქონდა. დაახლოებით ერთი თვის წინ დავიდმა “სიტის” რამდენიმე თამაში გამოხატა, ხოლო თანაგუნდელებმა მას მხარდაჭერა აღუთქვეს. როგორც ახლა გაირკვა, ეს ყველაფერი მისი შვილის გამო მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116054