გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
“კლივლენდმა” შინ “პორტლენდი” 127:110 დაამარცხა. დიდი ხნის შესვენების შემდეგ პარკეტს აიზეა ტომასი დაუბრუნდა და “კავალიერსის” შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. აიზეამ გუნდს 17 ქულა და 3 პასი შესძინა. აიზეამ 8-დან 3 სამქულიანი 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსს 24 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა ჰქონდა. “პორტლენდში” 25 ქულით დემიენ ლილარდი გამოირჩა. “კლივლენდი” 25 მოგებით და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.
“ნიუ იორკი” საკუთარ დარბაზში “სან ანტონიო” 91:100 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პრიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 29:18 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა ლამარკუს ოლდრიჯის ანგარიშზეა, კავაი ლეონარდმა 25 ქულა ჩააგდო. “ნიუ იორკში” ყველაზე მეტი 18 ქულა ბისლმა მიითვალა.
“კლივლენდი” – “პორტლენდი” 127:110 (28:28, 25:28, 38:31, 36:23)
https://www.youtube.com/watch?v=Lrm-TGRvQAQ
“ნიუ იორკი” – “სან ანტონიო” 91:100 (29:25, 20:27, 18:29, 24:19)
https://www.youtube.com/watch?v=BLVdYnN6rz0
“ფინიქსი” – “ატლანტა” 104:103 (19:27, 30:21, 24:32, 31:23)
https://www.youtube.com/watch?v=PqbPf4DlCxM
“საკრამენტო” – “შარლოტი” 111:131 (25:32, 27:40, 29:28, 30:31)
https://www.youtube.com/watch?v=VwMSqMaThVE
“კლიპერსი” – “მემფისი” 113:105 (34:31, 33:31, 19:22, 27:21)
https://www.youtube.com/watch?v=ms_lxOqitC4